კახა ბექაური:  კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო

კახა ბექაური: კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ უკანონო გადაწყვეტილება მიიღო

„მე-9 არხის“ დირექტორი კახა ბექაური კომუნიკაციების მარეგულირებელი  კომისიის გადაწყვეტილებას  კომპანია „სტერეო +“ „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირის გავრცელების გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმას და „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირის 14.00 საათამდე  გათიშვის გადაწყვეტილებას კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის უკანონო გადაწყვეტილებად აფასებს.

„ეს მარეგულირებლის აბსოლუტურად უკანონო გადაწყვეტილებაა. კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას „სტერეო+“-ისთვის „მეცხრე არხის“ გათიშვის მოთხოვნის უფლება  არ აქვს“, - განაცხადა ბექაურმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს 12 საათზე „მე-9 არხის“  დირექტორი, კახა ბექაური და „სტერეო +“ ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ცნობისთვის, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ გუშინ საღამოს, 5-საათიანი მსჯელობის შემდეგ  კომპანია „სტერეო +“ „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირის გავრცელების გამო 5 ათასი ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით,  „მე-9 არხისთვის“ საეთერო სიხშირის გათიშვა დღეს, 14.00 საათამდე  უნდა მოხდეს.  წინააღმდეგ შემთხვევაში,  „სტერეო +“-ის სიგნალი „ალფა კომის“ მიერ მთლიანად გაითიშება.

კომისიის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, კახი ყურაშვილის განცხადებით, „სტერეო +“-ს რადიოსიგნალის მაუწყებლობის ლიცენზია აქვს და „მე-9 არხს“ საეთერო მაუწყებლობით ემსახურებოდა, რაც კანონდარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ლიცენზია F13, რომელსაც „სტერეო +“ ფლობდა, ითვალისწინებს მხოლოდ რადიოხაზით მომსახურებას.