დავით დარჩიაშვილი:   კლინტონის ვიზიტი  რეგიონის  მიმართ,  აშშ-დან სერიოზულ ინტერესს აჩვენებს

დავით დარჩიაშვილი: კლინტონის ვიზიტი რეგიონის მიმართ, აშშ-დან სერიოზულ ინტერესს აჩვენებს

უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ვიზიტის შეფასებისას აცხადებს, რომ ეს ვიზიტი, როგორც სიმბოლური ისე პრაქტიკული ხასიათისაა.
დარჩიაშვილის განცხადებით, ვიზიტს საკმაოდ მნიშვნელოვანი შინაარსი და დატვირთვა აქვს, ხოლო მეორეს მხრივ, სიმბოლურ მხარეს პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება.
„ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში და ესეთი ვიზიტი, შეხვედრა წლის განმავლობაში განხორციელებულ ნამუშევარს აჯამებს ხოლმე, რაც ორმხრივი ურთიერთობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. პლუს ჰილარის ვიზიტი აჩვენებს რეგიონის მიმართ შეერთებული შტატებიდან სერიოზულ ინტერესს, იმიტომ რომ ვიზიტი არის ბაქოსა და ერევანში, რაც ჩვენთვის კარგია. რეგიონი რჩება მთლიანობაში, რომელშიც ჩვენ ვთამაშობთ განსაკუთრებულ როლს შეერთებულ შტატების პრიორიტეტებს შორის. რა თქმა უნდა, ამავე დროს ქალბატონ კლინტონს აინტერესებს არჩევნებისთვის საქართველოს მზადება, ამიტომაც დაგეგმილია შეხვედრები პოლიტიკურ სპექტრთან და სამოქალაქო საზოგადოების წარომადგენლებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.