ლონდონის სიმბოლოს Big Ben-ს  ელიზაბეტ მეორის სახელი მიანიჭეს

ლონდონის სიმბოლოს Big Ben-ს ელიზაბეტ მეორის სახელი მიანიჭეს

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივმა პალატამ კენჭისყრაზე დააყენა საკითხი , დედოფლის ელიზაბეტ მეორის მე-60 წლისთავთან დაკავშირებით ლონდონის სიმბოლო Big Ben-ისთვის დედოფლის სახელი მიენიჭებინათ. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი პალატის ნახევარზე მეტმა დეპუტატმა მხარი დაუჭირა. წინადადებას მხარს უჭერს ბუკინგემის სასახლეც.
Daily Mail-ის ინფორმაციით, პალატის გადაწყვეტილება ძალაში ივნისის ბოლოდან შევა.
ვესტმინისტერის სასახლის აღმოსავლეთი კოშკი 1858 წელს აშენდა და მას ეს სახელი Big Ben-ი, მასზე დამონტაჟებული დიდი საათის გამო მიენიჭა. მიუხედავად ბრიტანული კონსერვატიზმისა, ბრიტანელები თავიანთ სიმბოლოს სახელს გადაარქმევენ, რადგან დედოფალი ელიზაბეტ მეორე ძალიან უყვართ, თანაც ის დედოფალ ვიქტორიას შემდეგ ერთადერთი მონარქია, რომელმაც ტახტზე 40 წელი გაატარა.
დედოფლის დაბადების აღსანიშნავად, ხვალ მდინარე ტემზაზე ერთდროულად ათასი ნავი გაცურავს, ხოლო წყალზე კონცერტს რობი უილიამსი, ელტონ ჯონი და სტივ უანდერი გამართავენ.