„შალვა მაღლაკელიძის მოგონებების“ პრეზენტაცია თსუ-ში

„შალვა მაღლაკელიძის მოგონებების“ პრეზენტაცია თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  დღეს, წიგნის „შალვა მაღლაკელიძის მოგონებები“ პრეზენტაცია გაიმართება.

ცნობილმა დისიდენტმა და მწერალმა ვიქტორ რცხილაძემ შალვა მაღლაკელიძის მონათხრობი ჯერ კიდევ საბჭოთა რეჟიმის დროს, საკუთარი თავისუფლებისა და ახლობელთა უსაფრთხოების რისკის ფასად ფირზე ჩაიწერა. ჩანაწერის ქაღალდზე გადმოტანა ორი წლის წინ დასრულდა და წიგნად დაიბეჭდა. წიგნში შალვა მაღლაკელიძის მოგონებებთან ერთად შესულია ამონარიდები ქართველ ლეგიონერთა ყოველკვირეული გაზეთიდან „საქართველო“.

 შალვა მაღლაკელიძე იყო ქართველი გენერალი, ვერმახტის ქართული ლეგიონის მეთაური და იურისპრუდენციაში ბერლინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი იყო.