სტივ ჯობსის პირადი წერილი Sotheby

სტივ ჯობსის პირადი წერილი Sotheby

 Sotheby's აუქციონზე, 15 ივნისს, მთავარ ლოტად სტივ ჯობსის წერილს გამოიტანენ. წერილი 1974 წლით თარიღდება და Apple-ს შემქმნელს, ის კომპანია Atari–ს თანამშრომლის, სტივ ბრისთოუისთვის აქვს მიწერილი.

წერილი ოთხი ფურცლისგან შედგება და მასში 19 წლის ჯობსი საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს იმის შესახებ, თუ რა სიახლეების შეტანა შეიძლება თამაშში World Cup Football.  ტექსტის ნაწილი ხელითაა დაწერილი, ნაწილი კი საბეჭდ მანქანაზეა აკრეფილი.

 ლოტის საწყისი ფასი 10 ათასი დოლარია, თუმცა აუქციონის თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ მისი საბოლოო ღირებულება გაცილებით მაღალი იქნება.