უიტნი ჰიუსტონის უკანასკნელი სიმღერის ჩანაწერი MP3

უიტნი ჰიუსტონის უკანასკნელი სიმღერის ჩანაწერი MP3

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, უიტნი ჰიუსტონის ბოლო სიმღერა, სახელწოდებით „Celebrate“, რომელიც ჩაწერილია დუეტში სატელევიზიო შოუს „American Idol“-ის ერთ–ერთი სეზონის გამარჯვებულ ჯორდინ სპარკსთან ერთად.

ეს კომპოზიცია, ჰიუსტონის ბოლო ფილმის  „Sparkle"–ს საუნდტრეკია. ფილმი სალიმ აკილმა ცოტა ხნის წინ, გადაიღო და მასში ჰიუსტონმა ბოლო კინოროლი შეასრულა.

კინოსურათი 1976 წელს სემ ოსტინის მიერ ამავე სახელწოდებით გადაღებული მიუზიკლის რიმეიქია. მასში მოქმედება მე–20 საუკუნის 60–იან წლებში დეტროიტში ვითარდება. უიტნი ჰიუსტონი 3 გოგონას დედას თამაშობს, რომლებსაც პოპულარობა სურთ. იგი პროფესიით მომღერალია, მაგრამ შვილების გამო კარიერაზე უარი თქვა. დედა გოგონებს გამუდმებით აფთხილებს, რომ  მუსიკალური ინდუსტრია მათ ბევრ პრობლემას შეუქმნის, მაგრამ გოგონები თავისას არ დაიშლიან, ტრიოს ჩამოაყალიბებენ და წარმატებასაც მიაღწევენ.

ფილმის პრემიერა აშშ–ში 2012 წლის აგვისტოშია დაგეგმილი.