საქართველოს საელჩომ ბაქოში ანრი ჯოხაძეს უმასპინძლა(VIDEO)

საქართველოს საელჩომ ბაქოში ანრი ჯოხაძეს უმასპინძლა(VIDEO)

ბაქოში „ევროვიზია 2012-ის“ ქართველი კონკურსანტის მხარდასაჭერად საქართველოს საელჩომ სპეციალური მიღება გაიმართა. ანრი ჯოხაძეს ელჩმა სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

საელჩოში გამართულ მიღებაზე  ანრი ჯოხაძემ გულშემატკივრებისთვის  იმღერა.  გარდა ამისა, შესრულდა ქართული სიმღერებიც.

ევროვიზიის ქართველი მონაწილე, ანრი ჯოხაძე მაყურებლის წინაშე ხვალ, ნახევარფინალურ ტურში წარდგება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი, მაყურებელს ევროვიზიის მეორე ფინალურ კონცერტს, პირველის მსგავსად ღია ეთერში შესთავაზებს. შეგახსენებთ, გუშინ ბაქოს "კრისტალ ჰოლის" სცენაზე ევროვიზიის პირველი ნახევარფუნალური საღამო შედგა, სადაც მაყურებლის წინაშე წარსდგა კონკურსში მონაწილე 10 ქვეყნის წარმომადგენელი.