პაატა ზაქარეიშვილი: უახლოეს 2-3 წელიწადში ბაქო-ერევანს შორის სამხედრო დაპირისპირება გამორიცხულია

პაატა ზაქარეიშვილი: უახლოეს 2-3 წელიწადში ბაქო-ერევანს შორის სამხედრო დაპირისპირება გამორიცხულია

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი გამორიცხავს უახლოეს პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოსალოდნელ სამხედრო დაპირისპირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ მსოფლიო რეგიონში მკაცრად აკონტროლებს სიტუაციას.

„სამხედრო დაპირისპირება ამ ორ ქვეყანას შორის უახლოეს პერიოდში გამორიცხულია, მართალია, დაძაბულობა ხან იწევს, ხან კლებულობა, თუმცა მსოფლიო ძალიან აკონტროლებს სიტუაციას და არ დაუშვებს შეიარაღებულ კონფლიქტს.  კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადება, რომ ის სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში სომხეთს დაუჭერს მხარს, გამომდინარეობს იქიდან, რომ სომხეთი ამ ორგანიზაციის წევრია, რაც შეეხება ნატოს სამიტის განცხადებას ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ ჩიკაგოში გაკეთდა, ესეც ჩვეულებრივი, მორიგი, ტრივიალური და ბანალური  განცხადებაა. ყოველ შემთხვევაში,უახლოეს 2-3 წელიწადში ნამდვილად არ ეტყობა  სიტუაციას, რომ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ომი დაიწყოს“,-აცხადებს ზაქარეიშვილი.