დიმიტრი ლორთქიფანძე:  სააკაშვილი ერთგვარი პოლიტიკური კოპერფილდი გახდა

დიმიტრი ლორთქიფანძე: სააკაშვილი ერთგვარი პოლიტიკური კოპერფილდი გახდა

საპარლამეტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი მაქსიმალურად ცდილობს საგარეო მოხმარების საგნად აქციოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.  

„მიხეილ სააკაშვილი დიდი ხანია ილუზორულ სამყაროში ცხოვრობს და ეს ადამიანი ერთგვარი პოლიტიკური კოპერფილდიც გახდა. იგი მაქსიმალურად ცდილობს, რომ საგარეო მოხმარების საგნად აქციოს ქვეყანაში არსებული მდგომარეობას, რომელსაც მე ნაირფერებში ნამდვილად ვერ წარმოვსახავდი. ეს არის იმის ტრაგიკული შედეგი, რაც თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა გამოაცხადა-ეს არის  ქვეყანა, როგორც მსოფლიო სოციალური  რეფორმების ლაბორატორია, სადაც მიმდინარეობს უმოწყალო ექსპერიმენტები ადამიანებზე, სადაც ლაბორანტებად ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და თავად ბატონი პრეზიდენტი სააკაშვილი ბრძანდებიან “,-აცხადებს ლორთქიფანძე. 

"თუ შეხედავთ ტელევიზორში საქართველოს 10 წლის წინ და საქართველოს ახლა, ფერები განსხვავებულია, ხალხის ჟესტებიც განსხვავებულია...როგორ მოძრაობენ, რა დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან; შენობებიც განსხვავებულია...ჩვენ შემოვიტანეთ ახალი ფერები ქვეყანაში",-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჩიკაგოში ახალგაზრდა ატლანტიკოსების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.