მერაბ სეფაშვილის პირველი კონცერტი ათწლიანი პაუზის შემდეგ და ვარსკვლავი ფილარმონიის წინ

მერაბ სეფაშვილის პირველი კონცერტი ათწლიანი პაუზის შემდეგ და ვარსკვლავი ფილარმონიის წინ

 თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ, კიდევ ერთი,  ვარსკვლავი გაიხსნა. ცნობილი ქართველი მომღერლის მერაბ სეფაშვილის სახელობის ვარსკვლავის გახსნას, თან  მისი შემოქმედებითი 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საღამო ახლდა. ათწლიანი პაუზის შემდეგ, მომღერალი მსმენელის წინაშე სოლო კონცერტით წარსდგა და ცნობილი ჰიტები, ახალ სიმღერებთან ერთად, ბენდის თანხლებით  შეასრულა. 


ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, ფილარმონის ივენთ ჰოლში გაიმართა ე.წ. აფტერ ფარტი, სადაც ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენეს მერაბის ძველი და საყვარელი სიმღერები.

ვარსკვლავი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიხსნა და მერაბ სეფაშვილის დაბადებიდან 50 წლის იუბილეს მიეძღვნა.