დიანა ღურწკაია გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის დააჯარიმეს

დიანა ღურწკაია გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისთვის დააჯარიმეს

რამდენიმე დღის წინ, საგზაო წესების დარღვევისთვის, მომღერალ დიანა ღურწკაიას ჯარიმა სახლში მოუვიდა.

აღმოჩნდა, რომ ამ წლის 22 აპრილს ვიდეოკამერებმა დააფიქსირეს თუ როგორი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა მისი მანქანა. აღმოჩნდა, რომ მისმა მძღოლმა მართლაც დაარღვია საგზაო წესები.  მომღერალი ამ დღეს იხსენებს და ამბობს, რომ მის კუთვნილ მანქანას Cadillac Escalade-ს, იმ დღეს მისი ძმა მართავდა, რომელსაც დიანამ თავად სთხოვა სწრაფად ევლო, რადგან ინვალიდი ბავშვებისთვის მიძღვნილ, საქველმოქმედო ფესტივალზე აგვიანდებოდა.

„ბავშვებმა უარი თქვეს, ჩემს გარეშე ფესტივალის დაწყებაზე, არ მინდოდა დიდხანს ლოდინი დასჭირვებოდათ და ჩემს ძმას, რობერტს თავადვე ვთხოვე, სწრაფად წასულიყო“,-ამბობს დიანა.

მომღერალმა 300 რუბლის ოდენობის ჯარიმა უკვე გადაიხადა. „ჩვენ კანონმორჩილი ოჯახი გვაქვს და ჯარიმაც, რა თქმა უნდა, გადავიხადეთ. უბრალოდ მაინტერესებს, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა, როგორ წარმომიდგინეს მე,  მანქანის საჭესთან. პირველი აპრილი უკვე დიდი ხანია გავიდა და არამგონია, ეს საპირველაპრილო ხუმრობა ყოფილიყო.“-დასძინა მომღერალმა.