BBC-ი ემილ ზოლას „ქალთა ბედნიერების“ ეკრანიზაციას გეგმავს

BBC-ი ემილ ზოლას „ქალთა ბედნიერების“ ეკრანიზაციას გეგმავს

ტელეკომპანია BBC  ახალი სერიალის გადაღებას იწყებს. სერიალი ფრანგი მწერლის ემილ ზოლას ნაწარმოებს  „ქალთა ბედნიერებას“ ეფუძნება და  რამდენიმე სეზონად იქნება გადაღებული.  BBC-ის ახალ სერიალს „ქალთა სამოთხე ერქმევა“, პირველი სეზონი რვა ეპოზოდისგან შედგება.  მთავარ, როლს სერიალში მსახიობი ჯოანა ვანდერჰემი ითამაშებს, სხვა მსახიობების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ეკრანიზაციაში  მოქმედება  განვითარდება მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში, ჯოანას გმირი დენის ლოვატი, ინგლისის პირველ უნივერმაღში მუშაობს. ის ახალგაზრდა და გულუბრყვილო გოგონაა, რომელიც თანამედროვე სამყაროს ქსელებში ებმება. დენი არ იბნევა, რადგან ის ბევრად უფრო ჭკვიანი და ამბიციურია ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს.