სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილს ყველგან უნდა ეშინოდეს - ვინ და როდის დახვდება!

სალომე ზურაბიშვილი: სააკაშვილს ყველგან უნდა ეშინოდეს - ვინ და როდის დახვდება!

პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერი,  სალომე ზურაბიშვილი „facebook“-ის საკუთარ გვერდზე პრინსტონის უნივერსიტეტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლასა და მისთვის ერთ-ერთი ქართველი ემიგრანტის მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვას ეხმიანება და აცხადებს, რომ  საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიოში ვეღარ უნდა იბოგინოს.

ზურაბიშვილის განცხადებით, სააკაშვილს კოლუმბიის უნივერსიტეტში აღარ მიესვლება, ახლა წინააღმდეგობა პრინსტონშიც დახვდა და  მისივე თქმით, „ბევრი ცივი წყალი დალია“.

„მილანში საათიც ვერ იყიდა კაცმა!!! ეს უნდა იყოს სტრატეგია... სადაც ამდენი წლის შეუცვლელი სიტყვით გამოსვლასა და საქართველოზე, როგორც რეფორმატორ ქვეყანაზე საუბარს დააპირებს, ჩვენი ახალგაზრდობა წინ უნდა დახვდეს. როცა მაღაზიების დათვალიერებას ან ღამის კლუბებში გასეირნებას დააპირებს, ყველგან უნდა გადაიღონ... ვეღარ უნდა იბოგინოს მსოფლიოში, ყველგან უნდა ეშინოდეს - ვინ და როდის დახვდება!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პრინსტონის უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე ქართველმა ემიგრანტმა გიორგი სიგუამ პრეზიდენტს მწვავე კითხვა დაუსვა, რასაც  სააკაშვილისგან უცენზურო პასუხი მოჰყვა.