საქართველოს დელეგაციის „ჭაჭა ფართი“ ევროკლუბში ევროვიზიამდე(VIDEO)

საქართველოს დელეგაციის „ჭაჭა ფართი“ ევროკლუბში ევროვიზიამდე(VIDEO)

საქართველოს დელეგაციამ გუშინ, ბაქოს ევროკლუბში გრანდიოზული მიღება  გამართა. „ჭაჭა ფართი“-ასე ერქვა ქართულ საღამოს, რომელიც 19:00 საათზე დაიწყო და დილამდე გაგრძელდა.

საღამო ვერიკო ტურაშვილის ქართული სიმღერით გაიხსნა, საღამოს წამყვანი მომღერალი ნინი შერმადინი იყო, რომელმაც თავისი სიმღერით მთელი დარბაზი მონუსხა. შემდეგ ნინო ძოწენიძემ ააცეკვა დარბაზი, ანრი და მაგდა ჯოხაძეებმა კი, საკუთარი დუეტით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი არაჩვეულებრივ ვოკალურ მონაცემებს.

ევროკლუბში ქართველი ბარმენები აზერბაიჯანულმა მხარემ სპეციალურად მიიწვია. ბარმენებმა ნამდვილი ცეცხლი დაანთეს. ქართული არაყი და ღვინო ქართველებმა სტუმრებს განსაკუთრებული ფორმით შესთავაზეს.

კონცერტზე ევროვიზიის სხვა ქვეყნების,-ბელორუსის, აზერბაიჯანის, მალტის კონკურსანტებმაც იმღერეს.

ანრი ჯოხაძემ და ევროფესტივალზე აზერბაიჯანის წარმომადგენელმა,- საბინამ „თბილისო“ დუეტში იმღერეს.

ანრი ჯოხაძე 2012 წლის ევროფესტივალზე ბაქოს Crystal Hall-ში 24 მაისს - მეორე ნახევარფინალურ საღამოზე მე-12 ნომრად იმღერებს.