ზაქარია ქუცნაშვილი: კონტროლის პალატის ქმედება სიკეთის დაყადაღებაა

ზაქარია ქუცნაშვილი: კონტროლის პალატის ქმედება სიკეთის დაყადაღებაა

პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი, იურისტი, ზაქარია ქუცნაშვილი კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, ფონდი „ქომაგის“ ანგარიშების დაყადაღებას და ფონდის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელება სიკეთის დაყადაღებად აფასებს.

ქუცნაშვილის განცახდებით, რამდენადაც ის ინფორმირებულია  ფონდ „ქომაგს“  არანაირი მოქმედება არ განუხორციელებია, აქედან გამომდინარე მისი თქმით, უკანონოა დააყადაღო პირის ანგარიში, როცა ვერბალური მოქმედების გარდა პირის ქმედება  არ გამოხატულა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ „ქომაგს“  რომც  მიეღო ნებისმიერი პირისაგან შემოწირულობის სახით თანხა, მას ეს თანხა არავისთვის გადაურიცხავს.

„კონტროლის პალატას იმ შემთხევაში შეუძლია ჩაერიოს თუ ქმედებები დადასტურებულია. თუ დადასტურებულია, რომ ამომრჩევლისთვის  თანხის გადაცემა მოსყიდვის მიზნითაა და თანხის გადამცემი პოლიტიკური სუბიექტია. ფომდი „ქომაგი“  პოლიტიური სუბიექტი როგორ იქნება, როცა ამოცანად ჰუმანიტარული მისია დაისახა“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.

მისივე განცხადებით, ფონდს  უფლება აქვს დაეხმაროს ნებისმიერ პირს მისი წესდებიდან გამომდინარე  და ეს ამომრჩველთა მოსყიდვას  არ წარმოადგენს.

„კონტროლის პალატის ეს ქმედება  კანონის ფარგლებს ცდება. კონტროლის პალატის მთელი ამოცანა ისაა, რომ სიკეთე არავინ აკეთოს.  მათი რეპრესიული მანქანა ინგრევა, თუ სამსახურიდან ადამიანები გამოუშვეს და მათ ვიღაც  მატერიალური კომპენსაციით  დაეხმარა, არ აწყობთ და  კანონდარღვევაზე გადადიან“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.