მიწისძვრას კახეთის რეგიონში ელექტრომომარაგების შეზღუდვა არ გამოუწვევია

მიწისძვრას კახეთის რეგიონში ელექტრომომარაგების შეზღუდვა არ გამოუწვევია

[ipn.ge]

მიწისძვრას კახეთის რეგიონში ელექტრომომარაგების შეზღუდვა არ გამოუწვევია. როგორც "ინტერპრესნიუსს" "ენერგო-პრო ჯორჯიადან" აცნობეს, არანაირი შეფერხება არ ყოფილა , რეგიონში დენი არ გათიშულა და მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების მიწოდება ჩვეულ, სტაბილურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოში დღეს დილით მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.7 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრიდან 25 კმ-ში დაფიქსირდა.

სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრმა მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროსთან, სოფელ ყარაღაჯთან დაფიქსირდა.