„ეს შენ გეხებას“ მონაწილენი პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს შეიტანენ

„ეს შენ გეხებას“ მონაწილენი პარლამენტში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს შეიტანენ

კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები დღეს კამპანიის მეორე ეტაპს იწყებენ. კამპანია „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების შეტანას და საარჩევნო პერიოდში მედიაგარემოს გაჯანსაღებას ითვალისწინებს. დღესვე ისინი საქართველოს პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებათა პაკეტს შეიტანენ.

საკანონმდებლო წინადადება რამდენიმე პრობლემის დარეგულირებას ისახავს მიზნად. მათ შორის არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცედურის დახვეწას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების რეგულირებას, წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას, საარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიებისთვის მედია-თანაბრობის უზრუნველყოფას, პოლიტიკური რეკლამის, მედია-მონიტორინგის, დებატებისა და არჩევნების საინფორმაციო უზრუნველყოფის საკითხების დარეგულირებას.