25 სექტემბერს ამერიკის შეერთებული სტატების რეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. მისი გამოსვლის დასაწყისშივე ტრამპის სიტყვებმა მისი ადმინისტრაციის მიღწევების შესახებ დარბაზში მყოფების სიცილი გამოიწვია.
ამერიკის პრეზიდენტმა თავისი სიტყვა დაიწყო იმით, რომ უკვე მეორეჯერ გამოდის გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე და გასულ წელს მან წარადგინა თავისი ხედვა მსოფლიოს უკეთესი მოავლის შესახებ. შემდეგ მან განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებებს მიაღწია. სწორედ ამ სიტყვებმა გამოიწვია დარბაზში სიცილი, რაზეც ტრამპმა თქვა რომ ასეთ რეაქციას არ ელოდა.
„ორ წელწადზე ნაკლებ დროში ჩემმა ადმინისტრაციამ მიაღწია უფრო მეტს, ვიდრე ნებისმიერმა ადმინისტრაციამ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში... ეს სიმართლეა, არ ველოდი ასეთ რეაქციას...“- განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი სიტყვა ამერიკის ეკონომიკური და სამხედრო მიღწევებზე საუბრით გააგრძელა და აღნიშნა, რომ „მალე ამერიკული არმია იქნება ყველაზე ძლიერი ვიდრე ოდესმე“ და ამიტომ ქვეყანა ახლა არის უფრო ძლიერი, უსაფრთხო და მდიდარი, ვიდრე მისი ხელისუფლებაში მოსვლამდე.