ელისაბედ მეორეზე გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

ელისაბედ მეორეზე გადაღებული ფილმის ტრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ მეორეს შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, Queen of the World, პირველი ოფიციალური ტრეილერი გავრცელდა.

დოკუმენტური მასალა რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა და ის დედოფლის პოლიტიკოსებთან ურთიერთობის გარდა, შვილებთან და შვილიშვილებთან მის დამოკიდებულებასაც ასახავს.

პრემიერა პირველ ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ელისაბედ მეორე 92 წლისაა და გვირგვინი 66 წლის წინ დაიდგა თავზე.