გერმანულმა ავტოკონცერნმა AUDI-მ თავისი პირველი ელექტრომობილი E-Tron-ი წარადგინა. ამის შესახებ Autospies-ი წერს.
პრეზენტაცია სან-ფრანცისკოში გაიმართა. მანქანა ორი უძლიერესი ელექტრო ძრავითაა აღჭურვილი. მათგან ერთი წინა წამყვანი თვლებისთვის, მეორე კი უკანა თვლებისთვისაა. საერთო ჯამში კი მისი სიმძლავრე 408 ცხენის ძალას უტოლდება.
ამასთან მანქანა ქალაქში სიარულისას ძირითადად უკანა წამყვანი თვლებით მოძრაობს. წინა თვლლები მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, მაღალი სიჩქარის ან ინტენსიური სტარტის დროს ირთვება. ერთი სრული დამუხტვით ავტომობილს 400 კილომეტრის დაფარვა შეუძლია.
ევროპის მასშტაბის მანქანის რეალიზაცია წლის ბოლოს დაიწყება და ის 80 ათასი ევრო ეღირება.