ჯორჯიას შტატში ქალაქი იყიდება (ვიდეო)

ჯორჯიას შტატში ქალაქი იყიდება (ვიდეო)

ჯორჯიას შტატში ქალაქი ტუმსბორო იყიდება. ამის შესახებ NBC New York-ი იუწყება.

პოტენციურმა მყიდველმა 5 კვადრატული კილომეტრის ფართობზე მდებარე ქალაქისთვის 1,7 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს. ამ თანხად ის მიიღებს საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროს, რესტორანსა და კიდევ რამდენიმე შენობას. 

ქალაქის ამჟამინდელი მფლობელი იმედოვნებს, რომ ახალი მეპატრონე ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ მუზეუმს გახსნის და ასევე ტუმსბორო მუსიკალური ფესტივალებისთვის შესაფერისი ადგილი გახდება.