„სახელმწიფო კომედიად იქცა... მას დაცინიან, უფრო მეტად და მეტად“ - რუსი ანონიმი ბლოგერი პუტინის რუსეთზე (ვიდეო)

„სახელმწიფო კომედიად იქცა... მას დაცინიან, უფრო მეტად და მეტად“ - რუსი ანონიმი ბლოგერი პუტინის რუსეთზე (ვიდეო)

რუსი ანონიმი ბლოგერი СерпомПо ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ბლოგში სახელწოდებით "ქვეყანა ფარსად იქცა“ ის იმ პროცესებს მიმოიხილავს, რაც რუსეთის გვარდიის მეთაურის ვიკტორ ზოლოტოვის მიერ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის დუელში გამოწვევას მოჰყვა.

„ხალხის წინაშე ქვეყნის მთავარი ჟანდარმის გამოსვლიდან მესამე დღეს, თავდაპირველი სერიოზულობა აორთქლდა და ის ფარსმა შეცვალა.

ზოლოტოვმა ხელისუფლებისთვის საშინელი რამ გააკეთა - ის ხალხისთვის საშიში ვეღარაა და აჩვენა რომ ხელისუფლება არა მარტო უგნური, არამედ კომიკურიცაა.

მისი საქციელი არის დიდი დანაშაული მთელი მმართველი კლანის წინაშე და დიდი ამაგი ოპოზიციისთვის.

შეგულიანებულმა მასა ერთმანეთს ასწრებს ზოლოტოვის დუელში გამოწვევას და მას ღიად დაცინის. გენერლის სამხრეებიანი მრისხანე მცველი კი რაღაცნაირად დაიკარგა, თვალთახედვიდან გაქრა თავის მდუმარე არმიასთან ერთად.

აი ასე და მიდის ეს სამეფო -სახელმწიფო სიცილ-ხარხარით.

მას სერიოზულად აღარ ეპყრობიან, მას დაცინიან, უფრო მეტად და მეტად. მასაც და პუტინის ფიტნეს -„ნოვიჩოკებს“, იცინიან ორბიტაზე მოძიგძიგე გახვრეტილი კოსმოსურ სადგურის გამოც.

რაღაც მსგავსი იყო 1991 წლის აგვისტოს მოვლენების დროს.

ჯერ საგანგებო კომიტეტი, ტანკები ქუჩებში, ტრაგიზმი და უცებ, იანაევის მოკანკალე ხელები.

ისევე, როგორც ახლა.

ჯერჯერობით ჩანს, რომ „Цезарь был на месте, соратники рядом“, როგორც სიმღერაშია. სკამებიც მოწყობილია ვერტიკალის მიხედვით და სწორი წესრიგით. თუმცა ისინი უკვე ქანაობენ, მათი ფეხები სიცილისგან ირყევიან.

ქვეყანა კომედიად გადაიქცა.“- წერს ბლოგერი და ვიდეოს აქვეყნებს ფილმიდან "სწორედ ის მიუნჰაუზენი"

რუსეთის გვარდიის მეთაური ვიკტორ ზოლოტოვი ალექსეი ნავალნის დუელში გამოიწვია. მიზეზი კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაცია გახდა, რომელიც რუსეთის გვარდიისთვის პროდუქტების შესყიდვაში არსებულ კორუფციულ სქემას ეხებოდა. ზოლოტოვმა ბრალდებები უარყო და ალექსეი ნავალნი შეურაცხოფისა და ცილისწამების გამო დუელში გამოიწვია.

"მე თქვენ დუელში გიწვევთ - რინგზე, ტატამზე, ნებისმიერ ადგილზე, სადაც გპირდებით რომ თქვენგან კარგ, წვნიან სტეიკს დავამზადებ.“- განაცხადა ზოლოტოვმა ვიდეომიმართვაში.

ალეკსეი ნავალნი ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება და მისი პასუხი ამ "შეთავაზებაზე" უცნობია. ის ციხიდან 10 დღეში გამოდის.

სამაგიეროდ თავისებური პასუხი გასცა ამ ამბავს რუსეთის სახელმწიფო დუმამ სადაც უკვე განიხილება კანონპროექტი, რომლითაც ქვეყანაში ორ პირს შორის დუელი კანონიერი იქნება. კანონპროექტის ინიციატორია რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია. დოკუმენტის განმარტებით ბარათში წერია, რომ დუელი მხოლოდ საჯარო სამსახურის თანამშრომლებს შორის იქნება დაშვებული. კანონპროექტში ცალკე თავია, სახელწოდებით “დუელის კოდი”. ეს თავი ჟურნალისტებს ეხება, რომლებიც “შეურაცხმყოფელ” სტატიებს წერენ. კანონპროექტის ავტორები ჟურნალისტებს ჩინოვნიკთან აიგივებენ.