„კალაშნიკოვმა“ საბრძოლო რობოტი შექმნა  (ვიდეო)

„კალაშნიკოვმა“ საბრძოლო რობოტი შექმნა (ვიდეო)

იარაღის მწარმოებელმა რუსულმა კომპანიამ, „კალაშნიკოვმა“ შექმნა 4 მეტრის სიმაღლის რობოტი, რომელიც მოსკოვში, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე წარადგინა. ფორუმი რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

რობოტი 4.5 ტონას იწონის. ის შუშის კაბინიდან, ადამიანის მიერ იმართება. 

კომპანიის ინფორმაციით, რობოტი საინჟინრო და საბრძოლო დავალებების შესასრულებლად შექმნეს. 

საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმზე 14 ქვეყნის 1 200-მდე იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მათ 26 ათასამდე იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა წარადგინეს.