„რაც დავასახელე ყრილობაზე ჩემი გამოსვლის დროს, სამი მიზეზი ჩემი პოლიტიკაში შემობრუნების, გახლდათ ის, რომ გუნდში შეიმჩნეოდა, თითქოს, დაკარგული იყო გუნდურობა და გუნდის დაშლის ეჭვი იყო“, – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საქართველოს ყოფილი პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების წინაშე გულახდილად საუბარს თვლის საჭიროდ, რასაც, არ არის გამორიცხული, არანაკლებ საინტერესო გაგრძელება მოჰყვეს - ამ ეტაპზე კი ივანიშვილი ღიად საუბრობს იმ თემებზე, რომელსაც კულუარებშიც კი არ გაუჟონავს.