ახალი წლის ღამეს, გაჩახჩახებულ ქალაქებსა და სოფლებში რამდენიმე საათით ყველა ივიწყებს დარდსა და ტკივილს. ადამიანები თავიანთ ოჯახებში, ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად, ახალ სურვილებს ითქვამენ და ბედნიერ მომავალს იბედებენ - ეს იმედია, რომელიც მრავალი წელია ტრადიციად დამკვიდრდა.
ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, ვინც შვილების, ნათესავების, მეგობრების გარეშე, მარტო ხვდებიან ახალ წელს. და, ამის მიუხედავად, მათაც არ ტოვებთ იმედი... ახალი წლის ღამე ხომ სასწაულების ღამეა... ბედნიერებაა, როცა ისინიც ვიღაცას ახსოვს...
5 ქალაქში, მოხუცთა 10 პანსიონატში, „ლიბერთი ბანკმა“ წინასწარ გამოკითხა 253 მოხუცი და გაიგო, რა ჭირდებოდათ მათ ყველაზე მეტად.
1 კვირის განმავლობაში, მანქანით, ელფები და თოვლის ბაბუები, დადიოდნენ და ჩუქნიდნენ სითბოს და სიხარულს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად ჭირდებოდა.