წინა საუკუნის 90-იანი წლების თბილისი. რამდენი დრო გასულა მას შემდეგ. დღეს ალბათ ვერც კი წარმოვიდგენთ იმდროინდელი ყოველდღიური ცხოვრების ჩვეულ სურათებს - რიგები პურზე, ნავთზე, გადაჭედილი ტროლეიბუსები, ქუჩებში ათასი პრობლემებით მოსიარულე ადამიანები. ეს ის დროა როდესაც შუქის მოსვლა ბავშვებივით გვიხაროდა, ოჯახებში კი გაზის მაგივრობას ნავთი და თურქულ-ირანული ნავთქურები გვიწევდა.