„ყველა სირთულის მიუხედავად, ქართველი ხალხის თავდადების წყალობით, ვაგრძელებთ წინსვლას ჩვენი ქვეყნის გაძლიერების, დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცების, ევროპულ ოჯახში საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის 26 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე განაცხადა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 26 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარემ, პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა უმასპინძლეს.