სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური (ვიდეო)

სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური (ვიდეო)

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური" რთული მეტეოროლოგიური პირობების (შტორმი 6-7 ბალი) მიუხედავად , ფოთის სანაპირო ზოლიდან სანავიგაციო ნიშნების მონიტორინგს ახორციელებს.

ზღვის ღელვის შემცირებისთანავე სამსახურის სანავიგაციო ნიშნების ტექნიკური მომსახურებისა და მონიტორინგის ჯგუფი ზღვაზე გასვლით მოახდენს სანავიგაციო ნიშნების შტორმის შემდგომი მდგომარეობის შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში
მათ რეაბილიტაციას.

ჩვენი სინოპტიკოსების ცნობით სამუშაოების ჩასატარებლად ამინდის ოპტიმალური პირობები მოსალოდნელია 20 თებერვლიდან