ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში დღეს ადგილობრივებმა ყოფილ პირველ ლედის, სანდრა რულოვსს წინასაარჩევნო შეხვედრის უფლება არ მისცეს. ადგილობრივებმა რულოვსს “ჰოლანდიიდან ჩამოთრეული” უწოდეს და მის მანქანებს გაჩერება აუკრძალეს.
“ჩვენ არ გვინდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ზუგდიდში. ცოლ-ქმარს არ ჯერა ერთმანეთის და ჩვენ რატომ უნდა დავიჯეროთ? დამთავრდა ამათი დრო”- აცხადებენ ადგილობრივები.
ცნობისათვის, “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს კარდაკარ შეხვედრებს მართავდა სოფელ ჯიხაშკარში. მან ადგილობრივ მოსახლეობას წინასაარჩენო ფლაერები დაურიგა.