საქართველოს პრემიერ-მინისტრის "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ქართველი და ევროპელი ლიდერების მონაწილეობით, ვიდეო-მიმართვა სახელწოდებით – "გილოცავ, საქართველო!" განთავსდა.
ვიდეო-მიმართვაში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას საქართველოს ულოცავენ: - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ბოჰუსლავ სობუტკა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა, სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდარ ვუჩიჩი, მოლდოვის პრემიერ-მინისტრი ლურიე ლეანკა, ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკატე და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ. აღსანიშნავია, რომ მიმართვაში ქართველ ხალხს ბაროზუ და ლეანკა ქართულ ენაზე ულოცავე,