ყოფილმა პოლიტპატიმარმა და ნავთობ იმპროტიორი კომპანია „მაგნატის“ დამფუძნებელმა ჯემალ ლეონიძემ ქონების დაბრუნება ვერც ამ ხელისუფლების პირობებში შეძლო. დღეს საქალაქო სასამართლომ უარი განაცხადა მისი სარჩელის განხილვაზე. ლეონიძე აღსრულების ბიუროს წარმომადგენელსა და მაგნატის გაკოტრების მმართველს 8 მილიონ ლარს ედავებოდა.
თუმცა, მოსამართლის ლოგიკით, ვინაიდან საჯარო რეესტრში „მაგნატი“ აღარ არსებობს, სარჩელის განხილვასაც აზრი ეკარგება. საგულისხმოა, რომ „მაგნატი“ რეესტრიდან სწორედ გაკოტრების გამო გაქრა. მისი ყველა ბენზინგასამართი სადგური ჯემალ ლეონიძის გაკულაკების შემდეგ გალფის ხელში გადავიდა.