ფოთის თეატრში, რომელიც 2 კვირის წინ პრემიერმა გახსნა, წვიმის წყალი ჩავიდა. წყალმა თეატრის ფოიე, საგრიმიორო და სცენა დააზიანა. დაზიანებულია თეატრის ჭერი. სამშენებლო კომპანია კუნძული, რომელიც თეატრს აშენებდა პასუხისმგებლობას საკუითარ თავზე იღებს და აცხადებს, რომ ხარვეზები უახლოეს დღეებში გამოსწორდება. ფოთის თეატრი 2005 წლიდან შენდება. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს 11 მილიონი ლარი დაუჯდა.