,,ეხლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას“ ,,მიკერძოებული ხარ“ ,,ცოლი გყავს? საეჭვო მიხვრა-მოხვრა გაქვს“ ,,ხვალ დაიკითხები პროკურატურაში“ ეს ის ფრაზებია, რომლითაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა მედეა ვასაძემ გუშინ ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს სატელეფონო საუბრისას მას შემდეგ მიმართა, რაც ,,ტელეარხი-25“ის ეთერში ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი ,,უმაღლესი კომფორტით“ გავიდა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების მიერ გაწეულ ხარჯებსა და საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ეფექტურობას ეხებოდა. მედეა ვასაძე ჟურნალისტს პროკურატურაში ჩივილით დაემუქრა. ჯაბა ანანიძე თვლის, რომ ამ ხერხით დეპუტატი მის დაშინებას ცდილობს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს 4 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგის გამართვას აპირებს.