საჯარო მოხელეებზე გაცემული მაღალი პრემიები ისევ აქტუალურია. მონაცემები ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა ამჯერად შემოსავლების სამსახურზე გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ამ სამსახურის მხოლოდ 12 მა თანამშრომელმა 2013 წელს პრემიიის სახით ნახევარი მილიონ ლარზე მეტი მიიღო. რა დამსახურებისთვის უცნობია. საინტერესოა რა თანხის დახარჯვას მოასწრებენ სამინისტროები ამ მიმართულებით, სანამ მთავრობა პრემიების ზედა ზღვარს ოფიციალურად დააკანონებს.