ინტერნეტში გავრცელებული შემზარავი ვიდეო-მასალა - ჩაცხრილეს თუ არა სეპარატისტებმა საქართველოს მოქალაქე ვასილი ბუდიკი?(VIDEO)

ინტერნეტში გავრცელებული შემზარავი ვიდეო-მასალა - ჩაცხრილეს თუ არა სეპარატისტებმა საქართველოს მოქალაქე ვასილი ბუდიკი?(VIDEO)

ქვეყნდება სამოყვარულო კამერით გადაღებული კადრები, რომელშიც ორი უკრაინელის ჩაცხრილვაა ასახული. ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე ვასილი ბუდიკია, რომელიც ერთი თვის წინ სეპარატისტებმა გაიტაცეს. მათი ვერსიით, ბუდიკი პრო-უკრაინული ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელია, თუმცა დაკარგულის ოჯახი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

ვიდეო მასალაში ფიგურირებს ვინმე იგორ ბეზლერი - უკრაინის ქალაქ გორლოვკას სეპარატისტების მეთაური, რომელიც სროლის ბრძანებას გასცემს. ვიდეოს უკვე მოჰყვა გამოხმაურება სოციალურ ქსელებში. მოქალაქეთა ერთი ნაწილი ვარადუობს, რომ კადრები დადგმულია. მსგავსი ეჭვი აქვს ვასილი ბუდიკის მეუღლესაც, რომელსაც დღეს "მოამბე" დაუკავშირდა.