ვინ სარგებლობს წინა ხელისუფლების დროს მოქალაქეებისთვის ჩამორთმეული ავტომობილებით - დაზარალებულ პირთა მტკიცებით, მათი კუთვნილი მანქანებით დღესაც ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები სარგებლობენ.
კონკრეტული გვარები არ სახელდება, თუმცა არსებობს ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ჩამორთმეული სატრანსპორტო საშუალებების ნაწილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის ნაცვლად, ქალაქში გადაადგილდება.
"მოამბესთან" საუბრის დროს ავტომობილების კანონიერი მესაკუთრეები პრეტენზიებს მთავარი პროკურატურის მიმართაც გამოთქვამენ - ირკვევა, რომ მათ მიერ ქონების დაკარგვის გამო, წელიწადნახევრის წინ შეტანილი საჩივრები დღემდე რეაგირების გარეშეა დარტჩენილი. გიორგი ფუტკარაძე დეტალებით.