ღარიბაშვილმა იატაკზე დავარდნილი ნოტები პიანისტს მიაწოდა(VIDEO)

ღარიბაშვილმა იატაკზე დავარდნილი ნოტები პიანისტს მიაწოდა(VIDEO)

ბერლინში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს ბოდეს მუზეუმში გამართულ მიღებაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

ცნობილი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილის გამოსვლის დროს, რომელსაც აკომპანიმენტს ჯულიარდის სკოლის კურსდამთავრებული, ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი უწევდა, როიალიდან ნოტები ჩამოვარდა. ღარიბაშვილი კონცერტის მსვლელობის დროს წამოდგა და ნოტები პიანისტს მიაწოდა. დაირღვა თუ არა ამით პროტოკოლი, უცნობია. სოციალურ ქსელებში კი ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.