წინასაარჩევნოდ „ალისტრახოები“ ბრუნდებიან. ალისტრახო- ეს კრებითი სახელი საზოგადოებამ იმ ვითომ ჟურნალისტებს შეარქვა, ვისაც ნაციონალური მოძრაობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პროვოკაციების მოსაწყობად და ოპონენტების მწყობრდიან გამოსაყვანად იყენებდა. ეს ადამიანები მიკროფონებით და ვიდეო კამერებით იყვნენ ყველგან - სადაც კი პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურა იყო. რუსთავში „ალისტრახოობას“ არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრები ითავსებენ.