საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, 2014 წლის შემდგომ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, ჟურნალისტის კითხვას უპასუხა.
"თავდაცვის სამინისტრო მიესალმება ამერიკის მხარის და კონკრეტულად პრეზიდენტ ობამას განცხადებას, რომ ისინი გააგრძელებენ და უერთგულებენ საკუთარ პოლიტიკას 2014 წლის შემდეგ მხარი დაუჭირონ ავღანეთში უსაფრთხოების ძალების განვითარებას. ჩვენ, როგორც საიმედო პარტნიორი ნატოსი, საიმედო პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენ სიტყვას შევასრულებთ და ამერიკელებთან და ნატოს სხვა მოკავშირეებთან ერთად გავაგრძელებთ არა საბრძოლო მისიას 2014 წლის შემდეგ ავღანეთში. მინდა ასევე ავღნიშნო, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად იღებდა მონაწილეობას ამ წლების განმავლობაში ავღანეთში ISAF-ის მისიაში და ორივე ქვეყნის დამსახურებაა სხვა მეკავშირეებთან ერთად, რომ ასეთ შედარებით მშვიდ პირობებში ჩაიარა არჩევნების პირველმა ტურმა ავღანეთში." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ