პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში - ოპოზიციამ მთავრობა გადააყენა(VIDEO)

პოლიტიკური კრიზისი ოკუპირებულ აფხაზეთში - ოპოზიციამ მთავრობა გადააყენა(VIDEO)

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტი ანქვაბი ოპოზიციის მოთხოვნას ე.წ. დეფაქტო მთავრობის გადაყენებასთან დაკავშირებით დათანხმდა, თუმცა მას შემდეგ რაც ოპოზიციის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი მის ადმინისტრაციაში შეიჭრა. დღეს სოხუმში ცენტრში თეატრის წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა დეფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბისა და მთლიანად მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.