მარგველაშვილი - ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე

მარგველაშვილი - ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე "დავთმეთ" ხელმოწერის უფლება(Video)

დათმობა - სწორედ ეს სიტყვა თქვა პრეზიდენტმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის უფლებამოსილების პრემიერისთვის გადაცემაზე საუბრის დროს. "კინკლაობა არ იქნება", - დასძინა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის დღევანდელი საუბრიდან გაირკვა ისიც, რომ ხელმოწერის თემაზე მარგველაშვილსა და მთავრობას შორის არანაირი კონსულტაცია არ ყოფილა.

პრეზიდენტის ბრძანებულება, საკონსტიტუციო უფლებამოსილების პრემიერისთვის ერთჯერადად გადაცემის შესახებ, მთავრობის ადმინისტრაციას უკვე გადაეგზავნა.

როგორ შეაფასა პრეზიდენტის დღევანდელი გამონათქვამები პრემიერმა - ნინო გომართელის რეპორტაჟიდან შევიტყობთ.