სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა(VIDEO)

სასამართლომ კეზერაშვილი გაამართლა(VIDEO)

ე.წ. სპირიტის საქმეში ბრალდებული დავით კეზერაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. პროკურატურა ყოფილ თავდაცვის მინისტრს სპირტის კონტრაბანდასა და 13 მილიონი ლარის ქრთამის სახით აღებაში ადანაშაულებდა.

თუმცა, სასამართლომ საქმეში კეზერაშვილის ბრალეულობა ვერ დაინახა, სამაგიეროდ, იმავე საქმეზე 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დავით კეზერაშვილის სიძეს - მეირ ჯანაშვილს. ამ უკანასკნელს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებს. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ კიდევ ორი საქმეა აღძრული.