2014 წლის 22 მაისს კასპში ხმაური იყო ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” შეხვედრაზე კასპის გამგებლობის და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს. პარტიის ლიდერებს – გიგი უგულავას და გიორგი ბარამიძეს ადგილობრივმა რუსუდან ზაქარაშვილმა გამყიდველები უწოდა. ყოფილი მმართველი გუნდის მხარდამჭერები რუსუდან ზაქარაშვილს დაუპირისპირდნენ. გიგი უგულავამ ქალბატონთან საუბრის შემდეგ დამოკიდებულება ღიად გამოხატა – ,,ფუ, ნასვამია”.
ამის შემდეგ რუსუდან ზაქარაშვილთან საუბარი გიორგი ბარამიძემ გააგრძელა. ყოფილ მინისტრს კასპელმა ქალბატონმა სვანეთში, აფრასიძეების ლიკვიდაციის საქმე შეახსენა. საბოლოოდ ხმაური იმით დამთავრდა, რომ პარტიის ლიდერებმა იქაურობა დატოვეს. კამათი ადგილობრივებს შორის გაგრძელდა. რუსუდან ზაქარაშვილი კოალიცია ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერია.
ქალაქ კასპში გამგებლობისთვის ნუგზარ ნონიაშვილი იბრძოლებს (გამგებლის ყოფილი მოადგილე), ხოლო მიხეილ ბექაური სიის პირველი ნომერია.