საზოგადოებრივ მაუწყებელს ახალი სამეურვეო საბჭო და ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 5 ხმით 2-ის წინააღმდეგ ბორდის წევრებმა ხელმძღვანელად გრიგოლ გოგელია აირჩიეს - პროფესიით იურისტი, რომელიც ბოლო წლებში კერძო სექტორში მუშაობდა. პირველი საკითხი, რაზეც ახლად დაკომპლექტებული საბჭო იმუშავებს, მაუწყებლის ბიუჯეტის შედგენა იქნება. ამ დრომდე ვაკანტური რჩება ბორდის ორი წევრის ადგილი - მათ პარლამენტი, კონკურსის წესით, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე შეარჩევს.