ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო თათბირი გაიმართა. უწყების წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი და განათლების მინისტრის მოადგილე შეჯერდნენ ინიციატივაზე შეწყდეს თუ არა საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი.
საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი 2 დღით შეწყდება. აღნიშნული ცვლილება შეეხება დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ასევე სასწავლო პროცესი შეწყდება საქართველოს ბაღებშიც. აღნიშნული გადაწყვეტილება შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, თბილისში მენინგიტის 96 შემთხვევა დაფიქსირდა. ქუთაისში 24 შემთხვევა ბათუმში კი 6 შემთხვევა, 12 მემინგიტის შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოს ბაგა-ბაღებშიც.