'ყირიმ-კონგოს ცხელებით' საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა(VIDEO)

'ყირიმ-კონგოს ცხელებით' საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა(VIDEO)

"ყირიმ-კონგოს ცხელებით" საქართველოში ორი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 34 და 37 წლის ქალბატონები არიან. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე ქვეყანაში აღნიშნული დაავადების სულ 5 შემთხვევაა რეგისტრირებული. "ყირიმ-კონგოს ცხელება" ტკიპას გადააქვს, რომელიც დათბობასთან ერთად აქტიურდება. მედიკოსების ინფორმაციით, დაავადება ჯერ მხოლოდ შიდა ქართლსა და სამცხე ჯავახეთში გამოვლინდა. წინა წლებში "ყირიმ-კონგოს" შემთხვევები  თბილისშიც ფიქსირდებოდა.