ჩინეთში კვლავ დააპატიმრეს ჟურნალისტი, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ - ამჯერად ბრალდება განსხვავებულია

ჩინეთში კვლავ დააპატიმრეს ჟურნალისტი, რომელმაც პირველად გაავრცელა ინფორმაცია COVID-19-ის შესახებ - ამჯერად ბრალდება განსხვავებულია

ჟურნალისტს ჟანგ ჟანს, რომელმაც მსოფლიოს პირველმა აცნობა უჰანში კორონავირუსის აფეთქების შესახებ, კიდევ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

მან სასჯელაღსრულების დაწესებულება გაზაფხულზე 4 წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. პირველი სასჯელი მას პანდემიის დაწყების შესახებ რეპორტაჟების გაკეთების გამო მიუსაჯეს.

ამჟამად, 42 წლის ქალს 4 წლიანი თავისუფლების აღკვეთა "ჩინეთში დაპირისპირებისა და არეულობის პროვოცირების" ბრალდებით მიუსაჯეს.