ნოშრევან ნამორაძის წინააღმდეგ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, რაც ზოგადად, აზიანებს ბიზნესგარემოს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ბიზნეს ომბუდსმენს, დაუყოვნებლივ გააკეთოს ოფიციალური განცხადება, - წერს სოციალურ ქსელში ადვოკატი ირმა ჭკადუა.
მისივე თქმით, დღეს უკვე საჯაროდ გახდა ცნობილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია და შეხედულება ნოშრევან ნამორაძის ირგვლი შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟთან დაკავშირებით.
მორიგი აჟიოტაჟი ნოშრევან ნამორაძის შესახებ, ბიზნესმენის მიერ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით, რასაც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტება მოჰყვა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მკაფიო პასუხი აღარ ტოვებს სივრცეს მავანთათვის, ვინც ცდილობს, დააზიანოს არა მარტო ბიზნემენ ნოშრევან ნამორაძის საქმიანი რეპუტაცია, არამედ სახლმწიფო და ბიზნეს გარემო!!
ნოშრევან ნამორაძის წინააღმდეგ გავრცელებულმა დეზინფორმაციამ უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, რაც ზოგადად, აზიანებს ბიზნესგარემოს. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ბიზნეს ომბუდსმენს, დაუყოვნებლივ გააკეთოს ოფიციალური განცხადება.
მით უფრო მაშინ, როცა დღეს უკვე საჯაროდ გახდა ცნობილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პოზიცია და შეხედულება ნოშრევან ნამორაძის ირგვლი შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, ეს განცხადება დაამშვიდებს როგორც გარკვეულ ჩასაფრებულ მედიასაშუალებებს, ისე იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობენ დააზიანონ წარმატებული ბიზნესმენის რეპუტაცია და ამ გზით ხელი შეუშალონ ქვეყნის განვითარებას.
ნოშრევან ნამორაძის იურისტები უახლოეს დღეებში მივმართავთ სასამართლოს ცრუ ინფორმაციის გავრცელების ფაქტზე, რათა სამართლებრივად აღიკვეთოს და უარყოფილ იქნას მიზანმიმართულად არასწორი და რეპატაციის შემლახავი ინფორმაცია“, -