შალვა პაპუაშვილი: მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ, მერე შექმნიან ამაზე ლექსებს და პოემებს და შემდეგ მიდის ლოყების ხოკვა

შალვა პაპუაშვილი: მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ, მერე შექმნიან ამაზე ლექსებს და პოემებს და შემდეგ მიდის ლოყების ხოკვა

ისე გამოგყავთ მედიას და ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, როგორც მოცემული ფაქტი, თითქოს მზია ამაღლობელს პატიმრობაში შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. ახლა ვუსმენდი იტალიის პარლამენტში გამოდიოდა იტალიელი დეპუტატი მიკროფონთან და ოპოზიციის მოყოლილ ტყუილებს ჰყვებოდა, რომ თითქოს მზია ამაღლობელს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ამის გამო თავს დაესხა პოლიციელს, რაც არის ჩვეულებრივი მამალი ტყუილი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, არანაირი მტკიცებულება იმის, რომ მზია ამაღლობელს საპატიმროში ყოფნისას ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა არ არსებობს და ეს არის ტყუილი.

მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ, მერე შექმნიან ამაზე ლექსებს და პოემებს და შემდეგ მიდის ლოყების ხოკვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.