Spiegel-ის ცნობით, გერმანიაში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილის, როსტისლავ შურმას სახლი გაჩხრიკეს.
საგამოძიებო მოქმედებები უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა, ბავარიაში, ქალაქ შტარნბერგში 15 ივლისს ჩაატარეს.
გამოცემა წერს, რომ ზელენსკიმ შურმა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 2024 წლის სექტემბერში ამერიკელი ჩინოსნების ზეწოლის გამო გაათავისუფლა.
ის პრეზიდენტის ოფისში სამი წლის განმავლობაში ეკონომიკის სფეროს კურირებდა. Spiegel-ი წერს, რომ გამოძიების დაწყება საეჭვოდ დაემთხვა უკრაინის პრეზიდენტის მიერ ანტიკორუფციული ორგანოების შეზღუდვის გადაწყვეტილებას.